среда, 8 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

 დასრულდა ინტელის ტრენინგები. დღევანდელი დღეც დატვირთული იყო, მაგრამ საინტერესო, რადგან დღეს პროექტის პეზენტაცია წარვადგინეთ. ვისწავლეთ როგორ შევიტანოთ ბლოგზე ჩვენს პორტფოლიოში ცვლილებები, წავშალოთ ან დავამატოთ ახალი დოკუმენტი.
მადლობა ჩვენს დაუღალავ,ენერგიით სავსე ტრენერს ნათია მაისურაძეს. სასიამოვნო იყო და ნაყოფიერიც მასთან ურთიერთობა.
დიდი მადლობა ყველას...
ღმერთი გფარავდეთ!

воскресенье, 5 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

      დღეს შევქმენით ფასილიტაციის მასალები. ვაწარმოეთ პროექტის მახასიათებლები და პორტფოლიოს ჩეკლისტები.  გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე. დავიღალეთ, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. ეს დღეც, როგორც დანარჩენები, იყო ნაყოფიერი და ბევრის მომცემი. დიდი მადლობა ენერგიით სავსე ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ნათიას.

დიზაინის სტუდია-პროექტის პორტფოლიო

суббота, 4 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე

   ჩვენი ტრენინგები დასასრულს უახლოვდება. სამუშაო მოგვემატა...  დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით დოკუმენტები.  ვფიქრობ, სასიამოვნოდ დატვირთული დღე იყო. ხვალის მოლოდინი მეტია...