среда, 8 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღე

 დასრულდა ინტელის ტრენინგები. დღევანდელი დღეც დატვირთული იყო, მაგრამ საინტერესო, რადგან დღეს პროექტის პეზენტაცია წარვადგინეთ. ვისწავლეთ როგორ შევიტანოთ ბლოგზე ჩვენს პორტფოლიოში ცვლილებები, წავშალოთ ან დავამატოთ ახალი დოკუმენტი.
მადლობა ჩვენს დაუღალავ,ენერგიით სავსე ტრენერს ნათია მაისურაძეს. სასიამოვნო იყო და ნაყოფიერიც მასთან ურთიერთობა.
დიდი მადლობა ყველას...
ღმერთი გფარავდეთ!

воскресенье, 5 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მერვე დღე

      დღეს შევქმენით ფასილიტაციის მასალები. ვაწარმოეთ პროექტის მახასიათებლები და პორტფოლიოს ჩეკლისტები.  გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე. დავიღალეთ, მაგრამ უკმაყოფილო არ ვარ. ეს დღეც, როგორც დანარჩენები, იყო ნაყოფიერი და ბევრის მომცემი. დიდი მადლობა ენერგიით სავსე ჩვენს ტრენერს, ქალბატონ ნათიას.

დიზაინის სტუდია-პროექტის პორტფოლიო

суббота, 4 апреля 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეშვიდე დღე

   ჩვენი ტრენინგები დასასრულს უახლოვდება. სამუშაო მოგვემატა...  დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით დოკუმენტები.  ვფიქრობ, სასიამოვნოდ დატვირთული დღე იყო. ხვალის მოლოდინი მეტია...

воскресенье, 29 марта 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე

     რის ინტერესიც მქონდა, სწორედ იმ ეტაპამდე მივედით. ჩემთვის უცნობი და საინტერესო გახდა ცნობადი,
    ამ ტრენინგზე პროექტის გეგმაში ჩავამატეთ საბაზისო უნარ-ჩვევები.  განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკები. გავაკეთეთ ჩანართები ბლოგებზე და გავააქტიურეთ. ასევე ბლოგზე დავდეთ გეგმების პრეზენტაცია. ნაყოფიერი დღე იყო ჩემთვის.

ინტელის ტრენინგის მეექვსე დღე. პროექტის გეგმის პრეზენტაცია.


суббота, 28 марта 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეხუთე დღე

   ვიმუშავეთ პროექტების შეფასებაზე.  საავტორო უფლებების დაცვის მიზნით დავაფიქსირეთ პროექტში გამოყენებული მასალების მისამართები ციტირებული დოკუმენტის საშუალებით. შევქმენით პრეზენტაციები (მოსწავლის მიერ გაკეთებული) პროექტში შემავალი ერთ-ერთი  თემისა. 

воскресенье, 22 марта 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეოთხე დღე

დღევანდელი დღეც, როგორც წინა სამუშაო დღეები შრომატევადი იყო. გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. გუგლ დოკების საშუალებით გავაზიარეთ დოკუმენტები. შევქმენით პროექტის გეგმის პრეზენტაცია. კომენტარები გავუკეთეთ ჯგუფის წევრების რეფლექსიებს. 

суббота, 21 марта 2015 г.

ინტელის ტრენინგის მესამე დღე

    დაწყებისთანავე მოვაგვარეთ ორგანიზაციული საკითხები. შემდეგ კი დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე. შევიტანეთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ და პროექტის თემის შესახებ. ავღნიშნეთ მიზნები და შედეგ-ინდიკატორები. ყურადღება გავამახვილეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რომლებიც საჭირო და აქტუალურია პროექტისათვის და ასევე თითოეული გაკვეთილისთვის. ვიმუშავეთ გუგლ დოკებში. 

воскресенье, 15 марта 2015 г.

ინტელის ტრენინგის მეორე დღე

     დღევანდელი დღე შრომატევადი იყო. გავაკეთეთ ბროშურები მშობლებისათვის. გავეცანით ბუკლეტებისა და გაზეთების შექმნის ფორმებს. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგებზე. 

суббота, 14 марта 2015 г.

ინტელის ტრენინგის პირველი დღე

    ტრენინგზე მოხვედრამ ჩემში გამოიწვია დიდი კმაყოფილება, რადგან ამ შეხვედრების შემდეგ შემეძლება აქტიურად ჩავება თანამედროვე სწავლებაში. ეს კი დამეხმარება სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვაში.
     დღევანდელი დღე დაეთმო ორგანიზაციური საკითხების მოგვარებას და  ბლოგებზე მუშაობას. ბევრი რამ გავიხსენეთ და ახალიც ვისწავლეთ.